სიახლე
დაფუძნებიდან ერთი წლის თავზე ,2009 წლის 11 ნოემბერს, „ახლგაზრდული ცენტრი„ ოფიციალურად დარეგისტრირდა,როგორც „ახალგაზრდული ცენტრი –საქართველო“. ეს არის ახალგაზრდული არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელსაც წესდების შესაბამისად აქვს უფლება საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა უნივერსიტეტებში იყოლიოს სტუდენტური ორგანიზაციები.
ორგანიზაციას ამ ეტაპზე გააჩნია ერთი საუნივერსიტეტო ფილიალი–ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური ორგანიზაცია „თსუ ახალგაზრდული ცენტრი“.
არასამთავრობო ორგანიზაცია „ ახალგაზრდული ცენტრი საქართველო“ –ს და სტუდენტურ ირგანიზაცია „თსუ ახალგაზრდული ცენტრს“ ახალი თავმჯდომარე ჰყავს. 2009 წლის 6 ნოემბერს ჩატარდა „ახალგაზრდული ცენტრი საქართველოს“ გამგეობის სხდომა, სადაც ერთხმად „ახალგაზრდული ცენტრი საქართველოს“ და სტუდენტური ორგანიზაცია „თსუ ახალგაზრდული ცენტრის“ თავმჯდომარედ არჩეულ იქნა ბიძინა ჩანქსელიანი.
|
|
 |
| |
|
| |
|